რუსთავში, „აზოტის" მიმდებარედ, არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავის "აზოტის" საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებდნენ, მამაკაცი გუშინ, არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.

საძიებო სამუშაოებში, ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.

მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლებაც მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო