ხატია დეკანოიძე - დეტალებს გავივლით, როგორ მოხდება საპარლამენტო საქმიანობის ტექნიკური ნაწილის განხორციელება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" გამარჯვების შანსი არ მიეცეს.

როგორც მან პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პარტია საპარლამენტო საქმიანობას იწყებს, რათა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეეწინააღმდეგოს.

"ახლა, ამ ვითარებაში ჩვენი სურვილი, იმ ადამიანების, ვინც ვემხრობოდით, რომ პარტიას დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა, არის ის, რომ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას", ნებისმიერ ადგილას, არ აქვს მნიშვნელობა, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა დავუტოვოთ არცერთი ნაგლეჯი, სადაც იგი კომფორტულად იგრძნობს თავს",- განაცხადა დეკანოიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დაიწყებს პარტია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საქმიანობას, დეკანოიძემ უპასუხა, რომ პარტია აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

"დღეს დავსხდებით და ტექნიკურ დეტალებს გავივლით, როგორ მოხდება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ტექნიკური ნაწილის განხორციელება, ამ წუთას მზად არ ვარ, რომ ამაზე გიპასუხოთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი განმარტებით, პარტია ერთიანია და "ნაციონალურ მოძრაობას" გახლეჩვის თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ