სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია

სოფელ გუმათში, "გუმათჰესთან", სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.

როგორც ადგილზე აცხადებენ, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა ნაწილმა ნამახვანისკენ წასვლა ტყის ბილიკებით სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

"სადმე არ ვიჭრებით, არაფერს ვაზიანებთ", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კიდევ ერთი კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს. ჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც ხეობაში კომპანიის თანამშრომლები შედიოდნენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს