ადიგენში, ტყის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

ადიგენში, ტყის მახლობლად, მინდორში ხანძარი გაჩნდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

























