"რიონის ხეობის მცველები" ხეობაში მოხვედრას ტყის ბილიკით შეეცადნენ.როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ტყის ბილიკით ხეობაში მოხვედრა დაახლოებით 50-მა ადამიანმა სცადა.
„მინდა ვთქვა, ამ ბარიკადებს აქვს სიმბოლური დატვირთვა, ხეობა გადაცემულია კერძო კომპანიის ხელში, ამიტომ, იქ შესვლა აღიქმება, როგორც კერძო საკუთრებაში შეჭრა. ამიტომ, რადგან ჩვენი სახლებისგან მიმავალ გზაზე გადასვლის საშუალებას არ გვაძლევენ, მოვუარეთ ტყით და ასე გადავედით მეორე მხარეს. ამას იქამდე გავაკეთებთ, ვიდრე ამ ბარიკადს აქედან არ აიღებენ. გამორიცხულია, ამ ბრძოლას დავნებდეთ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
„გუმათჰესთან“, სადაც ბარიკადებია აღმართული, ამ დროისთვის ხმაურია. შეკრებილები რკინის ბარიკადებს ხელს ურტყამდნენ და ასე გამოხატავდნენ ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს.