"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნაწილი ხეობაში გადასვლას ტყის ბილიკით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით, ვითარება " გუმათჰესთან" უშუალოდ იმ ტერიტორიაზე დაიძაბა, სადაც ბარიკადებია აღმართული. აქტივისტები რკინის ჯებირებს აწვებოდნენ და ხელებს აბრახუნებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა