ვარლამ გოლეთიანი - პოლიციის ფუნქცია არ არის „ენკას“ თანამშრომლები ხეობაში თავისი მანქანით ატაროს, დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც კომპანიის მუშები ისხდნენ

“რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საპოლიციო ძალები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებს ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.

როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, რიონის ხეობის მცველები ეცდებიან ბარიკადის მეორე მხარეს შევიდნენ.

"ჩვენი საპოლიციო ძალები კომპანია "ენკასთვის“ ოფიციალურ გადამზიდად იქცნენ. დღეს ვხედავთ, გაიარა კოლონამ, უშუალოდ პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები-მუშები. რადგან ვზღუდვათ კომპანიის ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გატარებას, ამ ხერხს მიმართეს, რომ პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს კომპანიის მუშახელი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ ვეცდებით, შევიდეთ ბარიკადის მეორე მხარეს“,-აღნიშნავს გოლეთიანი.

როგორც გოლეთიანი განმარტავს, “რიონის ხეობის მცველები” პოლიციასთან დაპირისპირებას არ აპირებენ.

„მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, ტექნიკა მეორე მხარეს რომ არ გადაიყვანონ, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას. ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა. მისი ფუნქცია არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავის მანქანით ატაროს“, - აღნიშნავს გოლეთიანი.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო