ტიტე აროშიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება აბსურდულია და გადადის უსაზღვრო ფანტაზიის სფეროში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება აბსურდულია და გადადის უსაზღვრო ფანტაზიის სფეროში, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან" ტიტე აროშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის განცხადებას.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ოპოზიციას პანდემიის პირობებში ეფექტური პრივატიზაციის პროცესი ყელში ეჩხირება.

„განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ეფექტური პრივატიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ყელში ეჩხირებათ და გულზე ესობათ გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელს გარკვეული პრივატიზებიდან შემოსული თანხები გადაჭარბებით შესრულდა, რაც, რა თქმა უნდა, მიუთითებს ეფექტურ მართვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთ ლარად არ გადავცემთ არანაირ ქონებას, არამედ უმეტეს შემთხვევაში ხდება აუქციონის წესით მისი განკარგვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის შემოსული თანხები, რომ ბიუჯეტი კარგად დაიგეგმოს. ასევე უპრეცედენტოა ბიუჯეტის დაგეგმა და ის პროექტები, რომელიც ხორციელდება მიმდინარე პერიოდში, პანდემიის მიუხედავად არცერთი მსხვილი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ დრო და კოორდინატები არეული აქვთ და, შესაბამისად ისინი არასწორ აქცენტებს აკეთებენ. ჩვენ გვახსოვს ერთ ლარად გაყიდული გმირთა საფლავები, ერთ ლარად გაყიდული მთლიანი სანაპირო ზოლი და ის შეუსრულებელი პროექტები, რომელსაც ახლა აანონსებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ აბსურდულია მათი განცხადებები, რომელიც გადადის უსაზღვრო ფანტაზიის სფეროში“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობა კორუფციული გზით ქობულეთის სანაპიროზე 28.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა