გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს

პარტია „ევროპულმა საქართველომ“, რუსთავში, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ბრიფინგი გამართა, სადაც პარტიის ლიდერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ საწვავზე აქციზის გადასახადი გაუქმდეს.

ამასთან, ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმება საწვავის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით შეამცირებს და მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს შეუმსუბუქებს.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.

„საწვავის ფასის გაძვირებამ დაუმძიმა მდგომარეობა ყველა ჩვენ მოქალაქეს არამარტო მათ, ვინც საწვავს ასახავს საკუთარ მანქანაში, არამედ ეს აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასებზე.

განსაკუთრებული უტიფრობაა, როდესაც ასეთი კრიზისის დროს, იმ მარტივ ნაბიჯს არ დგამს მთავრობა, რომელიც მყისიერად შვებას მისცემდა ყველა მოქალაქეს და წნეხს ფასების ზრდაზე შეამცირებდა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მთავრობის გამოცვლამდე ამ კამპანიის წარმოება, ჩვენ ვიწყებთ სარეკლამო კამპანიასაც, რათა ყველა მოქალაქემ გაიგოს რაშია პრობლემა და მეორე, პეტიციის სახით ბოლომდე უნდა მოხდეს მხილება და ზეწოლა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გარდა ამისა, პარტიის ერთ-ერთი წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი აქციზის გადასახადის გაზრდაა.

„მოგეხსენებათ, „ევროპულმა საქართველომ“ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო კამპანია საწვავის გაიაფების მოთხოვნით. ჩვენ გვსურს, რომ ეს კამპანია გავაგრძელოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ პრობლემის არსი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ მთავრობის მიმართ მოთხოვნებში, რომ ხელისუფლებამ მყისიერად მიიღოს და გააკეთოს რეაქცია, ის რაც მას ხელეწიფება. დღეს, საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის სწორედ აქციზის გადასახადის გაზრდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ გააძვირა და ავტომატურად საწვავის ფასში აისახა ხელისუფლების მოქმედება. ამის შეცვლა დამოკიდებულია პირდაპირ ხელისუფლებაზე და არ არის დამოკიდებული სხვა რაიმე ფაქტორზე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით კლიპი და პეტიცია წარადგინეს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს