ილია ვერძაძე - ჩვენ ვიხილეთ ენმ-ს აპოლიტიკური და ანტიდასავლური ქმედებების კასკადი

ჩვენ ვიხილეთ ენმ-ს სრული ლუსტრაცია, აპოლიტიკური და ანტიდასავლური ქმედებების კასკადი, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახეზეა როგორც საკუთარი მხარდამჭერების, ასევე ზოგადად ამომრჩეველთა უპატივცემულობა.

„მათი გადაწყვეტილება დღეს, ამ ფორმით, სხვა არაფერია, თუ არა უპირატესად საკუთარ კომფორტზე ზრუნვა და მარგინალიზაციის გადავადების მცდელობა. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი გავხდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციის ახალი ტალღის და რადიკალიზაციის გზით, საკუთარი უსუსური პოლიტიკის გამართლების და გადაფარვის მცდელობის მომსწრენი.“,- აღნიშნავს ვერძაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო