მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე გუმათში ჩავიდა. ანა დოლიძემ ხეობაში შესვლა სცადა, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დოლიძის თქმით, სამართალდამცველები უკანონო ქმედებას ახორციელებენ, როდესაც მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ.
„აქ საზღვრის გავლება არის ხელოვნური და არაკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება გადავაადგილდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე. ერთ მუხლს ვერ მეტყვით, თუ რატომ დგახართ აქ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციას ავიწყდება ის, რომ დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. აქ არის შექმნილი საოკუპაციო ხაზი იმ ჩინოვნიკების მიერ, რომელთაც იმის ვაჟკაცობაც არ აქვთ აქ იდგნენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.