აკაკი ბობოხიძე - გაცილებით მეტი რეაქცია მაქვს იმაზე, როგორ რეაგირებენ კობახიძის სისულელეზე ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შეთანხმება ძალაში ხელმომწერი პარტიების ხელმოწერის დასრულებისთანავე შევიდა, კეთილი ინებონ და შეასრულონ, „კეთილი ინებონ“ ყველას ეხება, პირველ რიგში, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლმაც ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით.

აკაკი ბობოხიძის განმარტებით, შეთანხმების მონაწილე მხარეებმა მათ მიერ ერთმანეთთან დადებული შეთანხმებები უნდა შეასრულონ.

„შეთანხმებები არა პრივილეგიებზე, პოლიტიკური კრიზისის გზებზე უნდა შემდგარიყო. აბსურდია, როცა ასე ხედავს ქვეყნის ერთ-ერთი მმართველი შეთანხმების პროცესს. შეთანხმება შეთანხმების ხელმომწერ სუბიექტებს შორის შედგა და არანაირი მნიშვნელობა აქვს სხვა, ვინც შეთანხმებაში არ მონაწილეობდა, შეუერთდება თუ არა მას. კეთილი უნდა ინებონ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა და შეასრულონ მათ მიერ ერთმანეთთან დადებული შეთანხმებები.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე გაცილებით მეტი რეაქცია მაქვს, როგორ რეაგირებენ კობახიძის სისულელეზე ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების შესრულებაზე ვალდებულება აიღეს. არსად ყოფილა ნახსენები ვინმე უნდა შეერთებოდა, თუ არა შეთანხმების პროცესს. შეთანხმება ძალაში შევიდა ხელმომწერი პარტიების ხელმოწერის დასრულებისთანავე. კეთილი ინებონ და შეასრულონ. „კეთილი ინებონ“ ყველას ეხება, პირველ რიგში, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლმაც ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარი8ს ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?