ხელვაჩაურში,  სამკერვალო ფაბრიკაში 45-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში 45-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მოწამლული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

უწყების ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკაში სპეციალისტები იმყოფებიან და ლაბორატორიული კვლევისთვის საკვებზე სინჯებს იღებენ.

"დაახლოებით 40-მდე პირი არის ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში მოთავსებული, მათი მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ეს გახლავთ სავარაუდოდ საკვების მიერ მიღებული ინტოქსიკაცია. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. ზუსტად რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, არ ვიცით", - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.

„სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე. შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს „ფასტთრექტექსტილე“ , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს „ანკარა ქეითერინგი“. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სამკერვალო ფაბრიკაში კი აცხადებენ, რომ საწარმოს 7 წელია საკვებით ერთი კომპანია ამარაგებს და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხელვაჩაურში,  სამკერვალო ფაბრიკაში 45-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში 45-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მოწამლული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

უწყების ინფორმაციით, სამკერვალო ფაბრიკაში სპეციალისტები იმყოფებიან და ლაბორატორიული კვლევისთვის საკვებზე სინჯებს იღებენ.

"დაახლოებით 40-მდე პირი არის ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში მოთავსებული, მათი მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ეს გახლავთ სავარაუდოდ საკვების მიერ მიღებული ინტოქსიკაცია. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. ზუსტად რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, არ ვიცით", - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.

„სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე. შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს „ფასტთრექტექსტილე“ , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს „ანკარა ქეითერინგი“. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სამკერვალო ფაბრიკაში კი აცხადებენ, რომ საწარმოს 7 წელია საკვებით ერთი კომპანია ამარაგებს და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო