კობა კობალაძემ ჩეხური საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყებაში, ჩეხური საქველმოქმედო ფონდის, REGI BASE I-ისა (''რეგი ბეის I'') და საქართველოში ფონდის ფილიალის, REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეის ჯორჯია'') დამფუძნებლებს ჰინეკ ჩეხსა და მიხეილ ტარახჩევს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, სტუმრები, უწყების სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ მოწყობას, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამსახურისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომლებიც სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე დგას.

„საქველმოქმედო ფონდი REGI BASE I ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეცდანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე REGI შამსი გახლდათ, რომელიც 2008 წლის 17 მარტს, ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, ექვსი თვის განმავლობაში, უგონოდ იწვა. მისი ინიციატივით შექმნილი ამ ფონდის წყალობით, მან შეძლო, რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა, 2015 წლის იანვარში, ირჟი შამსი განუკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი, აგრძელებს მუშაობას და მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში, REGI BASE GEORGIA-ს (''რეგი ბეის ჯორჯია'') დაფუძნდა;

როგორც ჩეხმა სტუმრებმა განაცხადეს, ისინი უდიდეს პატივს სცემენ ქართველ ერს, აფასებენ ქართველი ჯარისკაცების წვლილს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში, აცნობიერებენ ამ მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობას და ამიტომ გამოთქვამენ მზადყოფნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ღრმა და ნაყოფიერი თანამშრომლობისა, რაც ჩეხეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კურორტებზე, უწყების ბენეფიციართა სრულ სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარებას, სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

საპილოტე პროგრამის სახით, უახლოეს მომავალში, საქართველოდან ერთი ვეტერანი, ჩეხეთში გაემგზავრება, რომლის ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს, მთლიანად ფონდი უზრუნველყოფს. მხარეებს შორის, ასევე, გაფორმდება ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი.

კობა კობალაძემ, სტუმრებს, გულისხმიერებისა და ქართველ ვეტერანთა თანადგომის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა