ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში სეტყვას ძლიერი ქარიც ერთვოდა.

სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა.