აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 430 პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 430 პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 430 პირმა ჩაიტარა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „ასტრაზენეკათი“ აიცრა 3682 პირი, „სინოფარმით" – 5029, „სინოვაკით“ - 1305, „ფაიზერით“ - 3414 .

უწყების ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

უწყების ცნობით, კრიტიკულად მძიმედ და მართვით სუნთქვაზე 10 პაციენტი იმყოფება, ხოლო კლინიკებში 357 პაციენტი მკურნალობს.