თბილისში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მე-13 კმ-ზე სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ განსხვავებული ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა - „მაგნიტი მაქსი“ - სრულიად ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცეა, რომელიც ქსელის სხვა ფილიალებისგან, როგორც ზომით, ასევე პროდუქციის ასორტიმენტითა და მომსახურებით გამოირჩევა.

კომპანია ზრდა-განვითარებას აგრძელებს და ამჯერად მომხმარებლებს 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მრავალფუნქციურ სუპერმარკეტს სთავაზობს, რომელიც პროდუქტების ერთიანად და კომფორტულად ყიდვის პროცესს ამარტივებს.

ახალ ფილიალში, „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია განთავსებული. აქვე მომხმარებლებს ახლადგამომცხვარი, ცხელი თონის პურის, ნედლი ხორცისა და თევზის შეძენაც შეუძლიათ.

„მაგნიტი მაქსი“-ის შიდა ტერიტორიაზე ახლო მომავალში კაფე იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს კომფორტულად სადილობის და დასვენების საშუალება ექნებათ. აქ მათ კერძების მრავალფეროვანი მენიუ, ცხელი და ცივი სასმელები დახვდებათ. მაღაზიაში წასახემსებელი სივრცეცაა, ასე რომ ამ ფილიალის სტუმრებს „მაგნიტის“ მზა კერძები ან მათთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი კომფორტულად შეუძლიათ მიირთვან.

„მაგნიტის“ ახალი ფორმატის მაღაზიის დაგეგმარება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას იძლევა. კომპანია ამ კონკრეტულ ფილიალში 100 ადამიანს ასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ ქსელის აღნიშნული მიმართულებით გაფართოება შემდეგ წლებშიც იგიგმება. მიზანი უახლოეს 2-3 წელში მსგავსი ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა, რაც იმას გულისხმობს, რომ „მაგნიტი“ დამატებით საშუალოდ 5000 სამუშაო ადგილს შექმნის“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ია ნადირაშვილი.

აღნიშნული სუპერმარკეტი განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. „მაგნიტი მაქსი“ გამოირჩევა ზომით, კონცეფციით და ასორტიმენტით. სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცე საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს ხდის, განსხვავებული ასორტიმენტი კი ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას ამარტივებს.

გახსნასთან დაკავშირებით, ფილიალის სტუმრებს პროდუქტების შეძენისას საჩუქრები და სხვადასხვა შეთავაზება დახვდებათ. „მაგნიტი მაქსიში“, ისევე როგორც მთელს ქსელში, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი აქცია - ყოველდღიური 20%-იანი ფასდაკლებაც მიმდინარეობს.აღსანიშნავია ახალი ფილიალის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომელიც თბილისიდან გამსვლელ მომხმარებელს პროდუქტების შეძენისას დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 260 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა