„ლარსი ჰესის“ დირექცია - თეა გოდოლაძე მიზანმიმართულად ცრუობს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და დარგის დისკრედიტაციას ემსახურება (R)

გვინდა გამოვეხმაუროთ ამა წლის 27 მაისს ერთ-ერთი მაუწყებლის ეთერში, დებატებში მოწვეული სტუმრის, „სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“-ს დირექტორის, ქალბატონი თეა გოდოლაძის განცხადებას.

ქალბატონმა გოდოლაძემ პერდაპირ ეთერში ორჯერ, მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ თითქოს „ლარსი ჰესი“ დაიტბორა, განადგურდა, აღარ მუშაობს და დაიღუპა 20 ადამიანი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და დეზინფორმაციას.

ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ესპლუატაციაში შევიდა 2013 წელს და მას შემდგომ წარმატებით ოპერირებს. ჰიდროელექტროსადგურმა თავისი ფუნქციონირების პერიოდში, გადაიტანა და გაუძლო არაერთ მასშტაბურ სტიქიურ მოვლენას. გარდა ამისა, აღნიშნული სტიქიების დროს, ჰესის წყალმიმღებმა ნაგებობებმა შეაჩერა ღვარცოფული ნაკადები, რამაც გადაარჩინა არაერთი ადამიანის სიცოცხლე და მიმდებარე მნიშვნელოვანი ობიექტი (საბაჟო-გამშვები პინქტი „ყაზბეგი“, მესაზღვრეთა საბაზო შენობა, სასტუმრო, ხიდი მდ. ბროლისწყალზე და სხვა.) ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ლარსი ჰესზე“ მშენებლობის და ოპერირების პერიოდში არცერთი ადამიანი დაღუპულა.

ქალბატონი გოდოლაძის ზემოთ აღნიშნული განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება დარგის დისკრედიტაციას და საზოგაოდების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიდროელექტროსადგური „ლარსი ჰესი“ ფუნქციონირებს უწყვეტ რეჟიმში, სტაბილურად და სრული სიმძლავრით ამარაგებს ქვეყნის ენერგოსისტემას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა