ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა მოწესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს და ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს, სოფელ ვალეს, პამაჯის, გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხები იწმინდება.

სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა