ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას „ანკარაქეითერინგის" საქმიანობა შეუჩერდა.

კომპანიაში კრიტიკულად შეუსაბამობას არ ადასტურებენ და კვლევის შედეგებს ელოდებიან.

აჭარის ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ და მომხდარს სწავლობენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკაში სავარუდოდ, საკვებით 65 ადამიანი მოიწამლა, მათგან ორი კლინიკაში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ ერთ-ერთ ფაბრიკაში დაფიქსირდა სავარაუდოდ, საკვების მიერ ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა. ექიმებს დახმარებისათვის 65 პაციენტმა მიმართა. უმეტესი მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი, დილის მდგომარეობით უმრავლესობა კლინიკიდან გაწერილია.

მეთვალყურეობაზე მხოლოდ ორი პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა არ არის მძიმე, მათ უტარდებათ კვლევები და სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის გაწერენ.

რაც შეეხება ამ შემთხვევის გამომწვევ მიზეზზს, ფაქტზე კვლევა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს და კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

ამ პერიოდისათვის სავარაუდოდ, ეს გახლდათ საკვებთან დაკავშირებული",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სამკერვალო ფაბრიკაში კი მუშაობა გრძელდება, თუმცა ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის საკვების მიმწოდებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა