IDFI-ის ანგარიშის შედეგებით ყველაზე გამჭვირვალე უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქარველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ონლაინ პრეზენტაციის ფარგლებში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელდა.

„ანგარიშის წარდგენის დროს აღინიშნა, რომ მიუხედავად კოვიდისა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, არც ვადებში და არც ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ ქონია დარღვევა.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა, მათ შორის,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, აღნიშნული უწყებები ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს