ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები მოეწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ღონისძიების ფარგლებში, მუშთაიდის ბაღში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, მოეწყო მხიარული ვიქტორინა და ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან ერთად. ღონისძიების ბოლოს დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

„აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო, ასევე, ზუგდიდში. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ბიბლუსის“, „ბარამბოსსა” და ანსამბლ „გვირილას“ მხარაჭერით განხორციელდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა