ვარლამ გოლეთიანი - პროტესტს ყოველდღიური სახე იქამდე უნდა ჰქონდეს, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღეს საღამოსაც აპირებენ, სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით „ნამახვანჰესის“ მშენებლობა გააპროტესტონ.

მისივე განმარტებით, სოფელში მოსახლეობის შეკრებას ელოდებიან.

„ძირითადად გადანაწილებული ვართ 4 ადგილზე, სადაც იკეტება ხეობა, იმიტომ, რომ კომპანიის კუთვნილი ტექნიკა სამუშაო მოედნების მიმართულებით არ გადაადგილდეს. პროტესტის მეორე ფორმა არის ის, რასაც საღამოობით ვაკეთებთ - ხმაური ბარიკადებზე. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს, არ იქნება ბარიკადები აღებული და ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული. ზოგადად მოვუწოდებ ადამიანებს, რომ აქ სიარული ერთგვარი სამსახურივით უნდა გავიხადოთ და ამას ყოველდღიური სახე იქამდე უნდა ჰქონდეს, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს“, - აცხადებს გოლეთიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, მოლაპარაკებასთან მიმართებით „რიონის ხეობის მცველებს“ ჰქონდათ პირობა, რომ უნდა აღებულიყო რკინის ბარიკადები, ხეობიდან გასულიყო პოლიცია და დიალოგის პროცესში შეჩერებულიყო სამუშაო პროცესი. მისი თქმით, მასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მკაფიო უარი მიიღეს, რის გამოც დიალოგის შესაძლებლობა ჩაიშალა.

„ჩვენ მუდმივად მზად ვიყავით იმ მიმართულებით, რომ თუ შესრულდებოდა ჩვენთვისაც გაცილებით უფრო კომფორტული იყო ის, რომ გვესაუბრა და დიალოგის შედეგად გადაწყვეტილიყო საკითხები. თუმცა, ეს თავად ხელისუფლებისგან ჩაიშალა და მოგვიწია, რომ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და იმ მეთოდით მიგვემართა პროტესტისთვის, რითაც ახლა, დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ ვაპროტესტებთ. ჩვენთვის ეს ოდნავადაც არაა კომფორტული და მათ შორის, არც სურვილია, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ რადგანაც ვერ მივაღწიეთ სხვა ცივილური ფორმებით კომუნიკაციას მოგვიწია, რომ შედეგს ამ ფორმით მივაღწიოთ“, - აცხადებს გოლეთიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა