ანონსი 2 ივნისი

2 ივნისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

2 ივნისს, 09:50 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

2 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

2 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალსიტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ივნისს, 10:35 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

2 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა" სამუშაო ჯგუფის წევრები, შესაბამისი დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან ზეპირ მოსმენებს გამართავენ.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IVსართული, ოთახი N410).

2 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ინგრიდა ლევრენცესთან შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული).

2 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საგარეო პოლიტიკის" დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის შესახებ" პუნქტის ამოღება.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

2 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: მაჩაბლის 11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

2 ივნისს, 12:00 საათზე, სამუზეუმო სივრცე „ჰოლოზეუმში“, ქართველ კინომწარმოებელთა პლატფორმა filmmaker.ge-ის ორგანიზებით ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისა და კომპანიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

თემა: საქართველოში არსებულ cash rebate - პროგრამა, რომელიც უკვე წელიწადნახევარია შეჩერებულია, რაც ხელს უშლის ინდუსტრიის განვითარებას და მილიონობით ლარის ქვეყანაში შემოტანას.

მის: ბეთლემის ქ.#10

საკონტაქტო: ლადო ჩალათაშვილი - 568920777

2 ივნისს 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, "ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

მის: პლენარულ სხდომათა დარბაზთან

2 ივნისს, 12.30 საათზე, საკრებულოში, გიგი უგულავა სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო 591555536 ლიკა

2 ივნისს, 13:00 საათზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძესთან და ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ხელმძღვანელ ლაშა ჯუღელთან ერთად, სასტუმრო „შერატონში“ პროგრამა PITA-ს შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

თემა: „სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, რელიგიის თავისუფლება, ადვოკატირება და უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ცნობიერება და აქტივიზმი“.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: 577 175543

2 ივნისს, 15:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

2 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარნიორობა საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საფრანგეთის ელჩი და კანცელარიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაციის 2 წარმომადგენელი, ბრიტანეთის და იაპონიის საელჩოების პოლიტიკური მდივნები, IRI - დირექტორი, USAID-ის მმართველობის პროგრამის 4 ლიდერი.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

2 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეხვედრა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

2 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ონლაინ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვებას: მე-2 პანელი „საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა?“ გამართავს.

საკონტაქტო: 595 511050

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა