ქუთაისში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქალაქში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ცენტრალურ ბულვარში პატარებს ზღაპრის გმირების, მხიარული ჯამბაზების, თოჯინებისა და ნიღბების თეატრების წარმოდგენების ნახვა შეეძლოთ.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს! გვსურდა მათთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. მთელი დღის მანძილზე ბულვარში, გაბაშვილის პარკში, თოჯინების თეატრის ეზოში ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენები იმართებოდა. ქუთაისის მერიამ დააფინანსა პატარებისთვის ატრაქციონებით გართობაც. მოეწყო ნორჩ მხატვართა პლენერი.

ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ჩვენი ვალია შევუქმნათ მათ ცხოვრების ჯანსაღი პირობები.

ლაღ ბავშვობას და ნათელ მომავალს ვუსურვებ ჩვენს პატარებს!", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღის ბოლოს ადგილობრივი საბავშვო მუსიკალური სტუდიების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ამასთან, ქუთაისის მერიის დაფინანსებით, 1-დან 4 ივნისამდე გაბაშვილის სახელობის სკვერში, ატრაქციონები ბავშვებისთვის უფასო იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა