მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით - „ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ გაიმართა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულებულია.

როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, თვეზე მეტია სახალხო დამცველს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” არ უშვებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე, მათივე თქმით, დღემდე უცნობია რა მდგომარეობაში არიან ბავშვები მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

აქციის მიმდინარეობისას მოძრაობა „დროას“ წევრებს მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები გარყვნილების და ლგბტ თემის პროპაგანდისტები არიან. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა აქციის ორი მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს