აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან კირნათის ჰესისა და ავტობანის მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ტერიტორიებზე თვითნებურად შესახლებული, თვითდასაქმებული და გონიოს მოსახლეობა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე იპოთეკით დაზარალებული და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებიც იმყოფებიან.

გონიოში მცხოვრებლები, წლების წინ ჩამორთმეული მიწის საკუთრების დაბრუნებას ითხოვენ.

გაერთიანებულ გამაფრთხილებელ აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ წლებია სამართლიანობის აღდგენის მიზნით იბრძვიან, თუმცა უშედეგოდ.

შეკრებილების თქმით, გამაფრთხილებელი აქციის მიზანია, ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა შეახსენონ უფლებამოვალეობა და ხალხს ემსახურონ.

"თუ უახლოეს მომავალში ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რეაგირება აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, შემდეგი აქცია იქნება უფრო მასშტაბური და მკაცრი. მთავრობის სახლთან კარვები გაიშლება, ვიდრე არ მოგვარდება პრობლემები. ხელისუფლებამ სხვა ბერკეტი და რესურსი არ დაუტოვა საკუთარ ხალხს, რათა პროტესტის სხვა ფორმა ყოფილიყო მიღებული", - აცხადებენ შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩაც გადაკეტეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა