რუსთავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

რუსთავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

პარკის ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. ამფითეატრის სცენაზე ჩატარდა საბავშვო კონცერტი, რომელშიც სამუსიკო სკოლებისა და მუსიკალური სტუდიების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიამ ტკბილეულით დაასაჩუქრა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და საქართველოს კარიტასის ბავშვთა ტრანზიტორული ცენტრის აღსაზრდელები, სულ 1388 ბენეფიციარი”, - აღნიშნულია რუსთავის მერიის პრესრელიზში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო