გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გორში, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბუშტების ფეხბურთში ჩემპიონატი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ღონისძიების სპონსორებმა - გორის მერიამ, გასართობმა ცენტრმა „ქიდსლენდმა“ და სასტომრომ Hotel Georgia Gold - მა საჩუქრები გადასცეს.

„აბსოლიტურად უსაფრთხო თამაშის მთავარი მიზანი გართობა, განტვირთვა და გორაობა იყო. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ბუშტების ჩემპიონატი ღონისძიების სპონსორების გუნდებს შორისაც ჩატარდა. შეჯიბრში გამარჯვება გორის მერიას ერგო. გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარდა ბუშტების ფეხბურთისა ქალაქში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.

დღეს, გასართობმა ცენტრმა „რიომ“ 85 სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვს უმასპინძლა.

ღონისძიებისთვის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 2 450 ლარი გამოიყო. გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობებებში მონაწილეობისა, ღონისძიების ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და საჩუქრებიც გადაეცათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო