ლისი ტოპოგრაფი - კერძო სახლების თანამედროვე საცხოვრებელი უბანი ლისის ტბის ნაპირთან

ლისი ტოპოგრაფი - ახალი დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და დაცული ახალი დასახლებაა ლისის ტბის ნაპირთან, სადაც კერძო სახლებისთვის მიწის ნაკვეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ლისი ტოპოგრაფი 41.8 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს კერძო სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ 244 ნაკვეთს. პროექტში ასევე დაგეგმილია 5 პარკი, 9 სპორტული მოედანი (ჩოგბურთის, საფეხბურთო და საკალათბურთო), ბავშვთა გასართობი სივრცეები და უბნის მაცხოვრებელთა საჭიროებებზე გათვლილი სხვადასხვა სამომხმარებლო ობიექტები (მაგ: სუპერმარკეტი, აფთიაქი, და სხვა)

პროექტის კონცეფციის მთავარი ინსპირაცია გახდა ლისი ტოპოგრაფის ტერიტორიის ტოპოგრაფიული სტრუქტურა. უბნის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით და ტბით შემოსაზღვრულ სივრცეში.

ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე აქტიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს რეკრეაციასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მივიღეთ გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი, რომელიც არ იქნება მჭიდროდ დასახლებული, ისე როგორც მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული, ვინაიდან ნაკვეთის მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-დან იწყება.

ტერიტორიას ასევე გამოარჩევს საგზაო ინფრასტრუქტურა. გზები აქ 14 მეტრი სიგანისაა და მოიცავს ორმხრივი მოძრაობისთვის განკუთვნილ ორ ზოლს, დამატებით ზოლს მანქანების პარკირებისთვის, საკმაოდ განიერ ორ საფეხმავლო ბილიკს გამწვანებით და ველობილიკს, რომელიც 5 კმ სიგრძისაა.

ტერიტორია მოიცავს 4 სექტორს A,B,C,D სექტორებს, რომელთა განვითარება ეტაპობრივად არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე დაწყებულია მთლიანი ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო B სექტორში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები. B სექტორში სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა მობინადრეებს უკვე 2022 წლის შემოდგომაზე ექნებათ, ვინაიდან ამ ვადაში სრულად გაიმართება უბნის ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები.

პროექტისთვის მნიშვნელოვანია უბნის ერთიანი იერსახის და არქიტექტურული სტილის შენარჩუნება, ამიტომ მიწის შეძენისას მყიდველი სახლის არქიტექტურულ პროექტს მიიღებს საჩუქრად.

ლისი ტოპოგრაფი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და მშვიდ გარემოს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად.

უნიკალური ლოკაცია და ლანდშაფტი, მთის და ტბის პანორამული ხედები და აუთვისებელი მრავალფეროვანი ეკოსისტისტემა ლისი ტოპოგრაფის მთავარი უპირატესობაა.

ყველაფერი რასაც ჰარმონიული ცხოვრებისთვის ქალაქგარეთ ეძებთ უკვე ქალაქშია - ლისი ტოპოგრაფში.

(R)

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!