ჰიუნდაი კონა უკვე ჰიბრიდული ძრავით - ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშია

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში კონა, ელექტროსთან ერთად, უკვე ჰიბრიდული ძრავითაც არის წარმოდგენილი.

ავტომობილი ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემებით, უახლესი ტექნოლოგიებითა და მულტიმედიით არის აღჭურვილი. ტექნიკის ერთმანეთთან სრულყოფილი კავშირის დამსახურებით ის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური და ეკონომიური SUV-ია და კლასში წვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს- 100კმ-ზე ბენზინის მოხმარება საშუალოდ 3.6ლიტრია.

გარანტია კი, სხვა ჰიუნდაის ავტომობილების ჰიბრიდული ელემენტების მსგავსად, 7 წლით ან 150000 კმ-ით განისაზღვრება.

ექსტერიერი

ჰიბრიდული Kona ხელმისაწვდომია 20-მდე ფერის არჩევანით. ავტომობილი მკვეთრად გამოხატული ნაკვთებით,ძლიერი და სტაბილური არქიტექტურით, ნამდვილი SUV-ისთვის დამახასიათებელი საბურავების თაღით, სპორტული დგომითა და ბამპერებით გამოირჩევა.

დიზაინის წინა ნაწილში აღსანიშნავია დღის სრული LED-განათება და ცალკე გამოყოფილი კლასიკური მთავარი მაშუქები, უკანა მხარეს კი განსაკუთრებით თვალშისაცემია მოხვევის განათების ცვლილება.

ინტერიერი

მაღალხარისხიანი კომპლექტაციის, დიზაინის დახვეწილი დეტალების,კომფორტისა და უახლოესი ტექნოლოგიების დამსახურებით განახლებულ ჰიუნდაი კონაში თავს სასიამოვნოდ იგრძნობთ.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • 8 დიუმიანი სენსორული მულტიმედია მონიტორით
  • Apple Carplay-სადა Android Auto მხარდაჭერით;

Apple CarPlay-ს და Andorid Auto-ს გამოყენება უკვე უკაბელოდაც შესაძლებელია. ცენტრალური დისპლეის ფუნქციების გამოყენება და მართვა სმარტფონის აპლიკაციითაც შეიძლება. ამაში შედის საგზაო ინფორმაცია რეალურ დროში და ცნობები თავისუფალი საპარკინგე ადგილების, ან იმის შესახებ, თუ სად არის დაყენებული ავტომობილი.

მეტი კომფორტისთვის, განახლებულ ჰიუნდაი კონაში უკანა სავარძლების გათბობა და უკან მსხდომთათვის განკუთვნილი USB-პორტი დაგხვდებათ.უკეთესი ხარისხის მასალითაა შესრულებული საჰაეროებიც.

უფრო ღრმად არის განთავსებული ცენტრალური კონსოლი, იმისათვის, რომ ხელსაწყოთა პანელის ჰორიზონტალური შესრულება უფრო მკაფიო იყოს. ხელის მუხრუჭის ბერკეტის ადგილი კი ელექტრონული პარკინგის ღილაკმა დაიკავა.

უსაფრთხოება: SmartSense

Kona-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი,რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • წინა საგანგებო მუხრუჭი
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ;
  • კრუიზ კონტროლი;

კონასთან ერთად ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ჰიბრიდული ძრავებით წარმოდგენილია ახალი მეოთხე თაობის Tucson-ი და IONIQ-ი.

კონა ჰიბრიდის გამოცდა ტესტ-დრაივზეც შესაძლებელია.შეძენის შემთხვევაში ანგარიშსწორება კი შეგიძლიათ როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე შიდა განვადებითა და სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

მოდელზე დეტალური ინფორმაციისთვისა და ტესტ-დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2RTepmQ

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს