მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა. მათი ცნობით, აღნიშნული გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს. ეს ასევე, უმოკლესი კავშირია ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მარნეულს შორის, რომლითაც აქტიურად სარგებლობს გზის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობა და სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები.

„არსებული გზა დაზიანებული იყო. ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზაზე ასფალტის საფარი თითქმის აღარ არსებობდა და წვიმიან ამინდში ზოგიერთი მონაკვეთი ფაქტობრივად გაუვალი იყო.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზა სრულად აღდგება - მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, ახალი სახიდე გადასასვლელი და კიუვეტები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონის, საგზაო ნიშნების, გზის სავალი ნაწილის მონიშვნის, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარისა და პლასტმასის მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის სამუშაოები.,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.6 მილიონი ლარით ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კმ-იან (კმ7-კმ14) მონაკვეთზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე იწყება და გზა ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.

„პროექტის, ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელებისა და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ამასთანავე, გათვალისწინებულია, საგზაო ნიშნების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონის მოწყობა. სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 998 377 ლარია.

გარდა, ამ 2 მიმდინარე პროექტისა, გზების დეპარტამენტი 2021 წელს დაიწყებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 8 კმ-იანი (კმ30-კმ37) მონაკვეთის რეაბილიტაციასაც. ეს მონაკვეთი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია და საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან. შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა