მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 33 წერტილში ახორციელებს.

„კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში, ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდ. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს“- ნათქვამია განაცხადებაში.

ამასთან, მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ