ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია SGS-მა გალფის საწვავების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარეს

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ და საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია SGS-მა გალფის საწვავების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარეს. ლაბორატორიებმა გამოიკვლიეს კომპანია გალფის ოთხი პროდუქტი: ჯიფორს სუპერი, ჯიფორს პრემიუმი, ჯიფორს ევრო რეგულარი და ჯიფორს ევროდიზელი.

კვლევის პასუხების თანახმად, გალფის ოთხივე პროდუქტი სრულიად შეესაბამება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე EURO 5-ის სტანდარტებს. გალფის ბენზინში დასაშვებზე ბევრად ნაკლებია გოგირდის შემცველობა და თითქმის არ აღინიშნება ტყვია. ასევე მინიმუმამდე დაყვანილი არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, რაც გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანია.

მსურველებს კვლევების შედეგების დეტალური რეპორტის ნახვა საჯაროდ გალფის ვებ ვერდზე შეეძლებათ.

მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანია გალფის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ავტომობილებისთვის.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს