გივი მიქანაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სამუშაო და ბიულეტენების დათვლის სპეციფიკა შეიმუშავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სამუშაო სპეციფიკა და ბიულეტენების დათვლის სპეციფიკა შეიმუშავა. როგორც მან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მედიას პროცესების სრულფასოვნად გაშუქების საშუალება ექნება.

„გეგმა გვაქვს და ამის თაობაზე უკვე მიწერილი გვაქვს ცესკო-სთვის, რომ ხვალიდან დაიწყოს უბნების წარმოდგენა. დილის 09:00 საათიდან 10-ის ნახევრამდე ცესკოს წარმომადგენლები მოიტანენ 10 უბნის დალუქულ მასალას, რომელსაც კანცელარიას გადააბარებენ. კანცელარიაში მათ დახვდებათ კომისიის აპარატის თანამშრომლები, ასევე დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ისინი ერთდროულად განახორციელებენ ამ დალუქული ტომრების გადმოტანას იმ ოთახებში, სადაც ჩვენ განვთავსდებით. თითოეულ ოთახთან გახსნილი იქნება დაცვის სპეციალური სამსახურის პოსტი, ასევე ამ პროცესში მანდატურები იქნებიან ჩართული. მედიას ექნება სრული წვდომა, ნებისმიერ დროს, ოთახებში შემოსვლის და პროცესების თვალყურის და გადაღების. ჟურნალისტის მხრიდან პირდაპირი ჩართვა უნდა განხორციელდეს გარე სივრცეში. ნებისმიერი კომენტარი უნდა გაკეთდეს პარლამენტის ბანერის წინ შექმნილ სივრცეში. აპარატი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დარჩება 304-ე ოთახში, ნაწილი 307-ე, ორივეგან ეკრანები იქნება ჩართული. გამოტანილი იქნება ინფორმაცია, თუ რომელი უბნის გადათვლა მიმდინარეობს, დილის 10:00 საათიდან უნდა დავიწყოთ გადათვლის პროცესი. ასევე გეტყვით, რომ 2-დან 3 საათამდე გვექნება შესვენება, რა დროსაც ყველა დატოვებს სამუშაო ოთახებს, ოთახები დაილუქება დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, Live სტრიმი არ შეწყდება და იმ 1 საათის განმავლობაში, როდესაც ოთახში არავინ იქნება, ყველას ექნება შესაძლებლობა, მედია იქნება თუ დაინტერსებული პირი, რომ თვალყური ადევნოს ოთახებში, რამე ხომ არ ხდება. 15:00 სთ-ზე კვლავ ვუბრუნდებით ოთახებს და ვაგრძელებთ მუშაობას სანამ, ის 5-5 ოთახი თოთოეულ უბანზე როგორც არის გაანაწილებული, არ დასრულდება“,-განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულის შემდე მოხდება ცესკო-ს წარმომადგენლისთვის გადათვლილი მასალის გადაცემა და გადაბარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო