1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2228 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2547 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0319 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9792 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0554 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა