რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისისთვის გამოყოფილი 2.1 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს 2 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 31 მაისის #885 განკარგულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 2.1 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
,,აღნიშნული თანხით დაფინანსდება: ახალგაზრდობის გამზირის მე-7 შესახვევის გზის რეაბილიტაცია; მელიქიშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია; ცხინვალის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ხიდის მშენებლობა მდინარე ოღასკურაზე; გელათის, ნიუპორტის და კოსტავას ქუჩების კვეთასთან სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის გზის რეაბილიტაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























