აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტში წარსადგენ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე განხილვის პროცედურები იწყება

2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზად არის. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-9 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზადაა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტიც.

„რაც შეეხება 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას, ანგარიში, რომელიც დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხის მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა, ბიურომ ცნობად მიიღო.

აჭარის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება საქართველოს პარლამენტში წარსადგენ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე:

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ , ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი დადგენილების პროექტები ბიუროს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვლადიმერ მგალობლიშვილმა ბიუროს სხდომაზე წარმოადგინა, უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას ეხებოდა. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ბიურომ ფრაქციის რეგისტრაციას ერთხმად დაუჭირა მხარი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა