ხატისოფელში, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფელ ხატისოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ პრობლემის მოკვლევის შემდგომ, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, სოფელში დამატებითი ჭაბურღილი მოეწყობა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა არსებული რეზერვუარისა და შიდა ქსელების პროექტირების საკითხსა და აღნიშნული პროექტისთვის სამშენებლო თანხების სხვადასხვა ფონდიდან მოძიებაზე აქტიურად მუშაობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო