ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება დაკავებული ბათუმელი სპორტსმენების ახლობლებსა და მანდატურებს შორის მოხდა.
დაკავებულების ოჯახის წევრებს სასამართლოს ეზოში ბანერის გაშლა სურდათ, რის უფლებასაც მათ მანდატურები არ აძლევდნენ.
მათი თქმით, შვიდი ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და მათ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
მოგვიანებით, მათ ბანერი მაინც გაშალეს. საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.