გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა. ქვეითს ქალაქის ცენტრში მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა.

კლინიკის ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგეგმება დაშავებულის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა