ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან კვლავ ხმაური და დაპირისპირება იყო. დაპირისპირება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული ბათუმელი სპორტსმენების პატიმრობაში დატოვებას მოჰყვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შვიდივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს. ისინი სპორტსმენებს ავტომობილებზე ბრახუნით ამხნევებდნენ და მათ უკანონო პატიმრობას აპროტესტებდნენ .

სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება სცადეს, რასაც შეკრებილების უკმაყოფილება მოჰყვა.

ცნობისთვის, 15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმში 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით უწყებამ ასევე ერთი პირი დააკავა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“