ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად აღნიშნული უწყების შესავლელი გზა გადაკეტეს.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ თურქეთთან, რუსეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან საერთაშორისო გადაზიდვების აღდგენას. აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილები გაჩერებული აქვთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათივე თქმით, უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს საბანკო დავალიანება გაეზარდათ.

მძღოლების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ადგილზე სამართალდაცავები არიან მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო