"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან. ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მივიდნენ.

უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

დღევანდელ სხდომაზე პირველ ოპოზიციურ ფრაქციას დაარეგისტრირებენ. ფრაქციის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ხოლო მისი მოადგილე გიორგი კირთაძე იქნება.

უმაღლესი საბჭოს წევრები „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ.

"ჩვენ ვაპირებთ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას და აქტიურად ვგეგმავთ, მოსახლეობასთან ურთიერთობას“,- აცხადება მედეა ვასაძე.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო