ზურაბ ჯაფარიძე - მიშელის დოკუმენტიდან რა პუნქტებსაც შევეხეთ, ყველგან "ოცნების" მხრიდან პრობლემებია - მინდა, საქმის კურში ჩავაყენო მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია

მიშელის დოკუმენტიდან რა პუნქტებსაც უკვე შევეხეთ, ყველგან პრობლემებია "ქართული ოცნების" მხრიდან - მინდა, რომ საქმის კურში ჩავაყენო დელეგაცია ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "გირჩი- მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების პროცესი ცუდად მიმდინარეობს. "ვაპირებ მოუყვე შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით როგორ მიდის პროცესი და ჩემი აზრით, რა პუნტებსაც უკვე შევეხეთ, ყველგან პრობლემები არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, მინდა, რომ საქმის კურში ჩავაყენო ამასთან დაკავშირებით.

როცა დადგა ამნისტიის საკითხი, მათ დაიწყეს დოკუმენტის წაკითხვა ისე, თითქოს ეს ჩანაწერი მიშელის დოკუმენტში, რომელსაც სათაურად აწერია, რომ უნდა შეეხოს საქმეებს, რომელიც აღქმულია პოლიტიზებულად, უცებ გადათარგმნეს ყველას უნდა შეეხოსო, რაზეც შეთანხმება არ ყოფილა არც წერილობით და არც ზეპირად.

საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, არის ბევრი ინოვაციური მიდგომა, მათ შორის, ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესი წინ წასული არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს რაღაცები კანონპროექტში არ არის ჩაწერილი, მუდმივად არის კითხვები, რომ "ეს რთულია, ამას ფული დასჭირდება, ეს დროში ვერ მოესწრება და ა.შ." რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, იქ დაძრული საერთოდ არაფერია, მოსამართლეთა კონფერენციას აარჩევინეს 4 წევრი იუსტიციის საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ „კლანმა“ გაიდგა ფესვები, რაც პრობლემაა,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ზურაბ ჯაფარიძე - მიშელის დოკუმენტიდან რა პუნქტებსაც შევეხეთ, ყველგან "ოცნების" მხრიდან პრობლემებია - მინდა, საქმის კურში ჩავაყენო მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია

მიშელის დოკუმენტიდან რა პუნქტებსაც უკვე შევეხეთ, ყველგან პრობლემებია "ქართული ოცნების" მხრიდან - მინდა, რომ საქმის კურში ჩავაყენო დელეგაცია ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ "გირჩი- მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების პროცესი ცუდად მიმდინარეობს. "ვაპირებ მოუყვე შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით როგორ მიდის პროცესი და ჩემი აზრით, რა პუნტებსაც უკვე შევეხეთ, ყველგან პრობლემები არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, მინდა, რომ საქმის კურში ჩავაყენო ამასთან დაკავშირებით.

როცა დადგა ამნისტიის საკითხი, მათ დაიწყეს დოკუმენტის წაკითხვა ისე, თითქოს ეს ჩანაწერი მიშელის დოკუმენტში, რომელსაც სათაურად აწერია, რომ უნდა შეეხოს საქმეებს, რომელიც აღქმულია პოლიტიზებულად, უცებ გადათარგმნეს ყველას უნდა შეეხოსო, რაზეც შეთანხმება არ ყოფილა არც წერილობით და არც ზეპირად.

საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, არის ბევრი ინოვაციური მიდგომა, მათ შორის, ჩვენი, ოპოზიციის შეთავაზებული, მაგრამ პროცესი წინ წასული არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს რაღაცები კანონპროექტში არ არის ჩაწერილი, მუდმივად არის კითხვები, რომ "ეს რთულია, ამას ფული დასჭირდება, ეს დროში ვერ მოესწრება და ა.შ." რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, იქ დაძრული საერთოდ არაფერია, მოსამართლეთა კონფერენციას აარჩევინეს 4 წევრი იუსტიციის საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ „კლანმა“ გაიდგა ფესვები, რაც პრობლემაა,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია