პროკურორის განცხადებით, გიგი უგულავამ მის საქმეში „ამნისტიის შესახებ კანონის“ გამოყენებაზე უარი განაცხადა

გიგი უგულავას საქმის პროკურორის, ნათია გურულის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიგი უგულავასთვის ამნისტიის კანონპროექტის გამოყენების შესახებ დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილის პოზიცია უნდა მოესმინათ, რაზეც უგულავამ უარი განაცხადა.

მისივე თქმით, მუხლზე, რომელიც უგულავას ბრალად ედება, ამნისტიის კანონპროექტი ვრცელდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, თუმცა ამისათვის ორივე მხარის თანხმობა იყო საჭირო.

„გიორგი უგულავას ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, აღნიშნული ქმედებაზე ვრცელდება ამნისტია და ათავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან იმ შემთხვევაში, თუ ერთის მხრივ თანახმა იქნებოდა დაზარალებული და მეორეს მხრივ, ამაზე თანხმობას განაცხადებდა ბრალდებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა თავად განაცხადა უარი მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე, ვერ მოხდა დაზარალებულის პოზიციის მოსმენა”, - აღნიშნა ნათია გურულმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო