სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ესტუმრა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.
„შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა