გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე პედაგოგები პოლონურ გამოცდილებას მიიღებენ

პოლონეთში გორის მუნიციპალიტეტიდან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები გადამზადდებიან, რომლებიც საბავშვო ბაღებში იმუშავებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ პროგრამაზე სასაუბროდ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერს ზბიგნევ ვლოდკოვსკისა და პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლები გორის მერთან და მერიის ა (ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, პროგრამის დეტალებზე და მისი განხორციელების გზებზე საუბრობდნენ.

„პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტთან გორის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც პატარა სპორტსმენების გაცვლითი პროგრამა უკვე განხორციელდა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

პოლონეთის დელეგაციის წევრებმა გორის მერთან შეხვედრის შემდეგ, გორში არსებული მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

პოლონელები გორიში რამდენიმე დღე კიდევ დარჩებიან და საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა