გიორგი ამილახვარი და შალვა პაპუაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და ჯგუფის წევრი შალვა პაპუაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში ლი იენს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ჩინეთის ელჩს ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკურ დონეზე, საგანმანათლებლო დონეზე, ვიმსჯელეთ ინვესტიციისა და ეკონომიკის საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე“, -განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა