პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით - „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა. 7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი საფუძველი არის სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ფრაქციის თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა. ამასთანავე, სამნიძის განმარტებით, ფრაქციის ერთადერთი მიზანი შეთანხმების დოკუმენტის პუნქტების განხორციელება არ იქნება.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი მთავარი საფუძველი გაერთიანებისა და ერთად საპარლამენტო მუშაობის, არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს ყველა ბერკეტს, საპარლამენტო მუშაობისას, იმისთვის, რომ შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც ნახსენებია ხაზგასმით და ეხება ფუნდამენტურ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს პუნქტები. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია 3 პოლიტიკური პარტია: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები: გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად ჩვენს კოლეგებთან ერთად,“- განაცხადა სამნიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება